კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული ახალი შტამის გამო საქართველოში კოვიდ-რეგულაციების გამკაცრებაა მოსალოდნელი.
სავარაუდოდ, მომდევნო კვირას საკოორდინაციო საბჭო კოვიდ-გადატანილთა მწვანე საშვების ვადის საკითხს გადახედავს. ჯანდაცვის მინისტრმა პირველ არხთან ინტერვიუში თქვა, რომ შესაძლოა კოვიდ-გადატანილი პირებისთვის მინიჭებული საშვები ვადიანი გახდეს. ეკატერინე ტიკარაძე არც იმას გამორიცხავს, რომ მწვანე პასპორტების გამოყენება მომავალში საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც დაუშვან. ამ მომენტისთვის „ომიკრონის“ შტამი უკვე მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაშია დაფიქსირებული. რამდენიმე მუტაციის შემცველი შტამისგან თავდასაცავად სასაზღვრო კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება იგეგმება.