მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი დღეს შედარებით შემცირდა.

ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 4 000-ს ჩამოსცდა. ბოლო მონაცემებით, ორივე დოზით აცრილ მოქალაქეთა რიცხვი მილიონ 6 000-ს აღწევს, რაც გეგმას მნიშველოვნად ჩამორჩება. ვაქცინაციის დაბალი ტემპიდან გამომდინარე უკვე ცნობილია, რომ წლის ბოლოსთვის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა ვერ მოხერხდება. იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებლების, ყველა შეზღუდვის მოხსნის და მაღალი მობილობის ფონზე „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეკავების გზა მხოლოდ რეგულაციების აღსრულებაზე და მწვანე საშვების სისტემაზე გადის, რომელიც გუშინდელი დღიდან მოქმედებს. თუმცა კოვიდ-გადატანილებზე უვადო პასპორტების გაცემის გამო ექიმები ახალ სისტემას ეფექტურად არ მიიჩნევენ.