ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვითარების მიუხედავად, პირბადის ტარების მაჩვენებელი ყოველდღიურად მცირდება.
რეგულაციების უგულებელყოფა კი ის მთავარი ფაქტორია, რაც ტვინდემიის საფრთხეს ზრდის. სხვადასხვა სეზონური ვირუსების მოსალოდნელი გააქტიურების ფონზე, სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ქვეყანა უდიდესი რისკის წინაშე დგას. კოვიდ-პაციენტებთან ერთად ჯანდაცვის სისტემას შესაძლოა გრიპით ინფიცირებული პაციენტების მართვაც მოუხდეს. ეს კი ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლას კიდევ უფრო გაზრდის. მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილების მიზნით, ახლა მთავარი გამოსავალი კოვიდ და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა.