უსაფრთხოების ჩაფხუტებით ჩაატარა დღეს რეპეტიცია ფოთის თეატრის დასმა.
9 თებერვალს დაგეგემილი პრემიერა პროტესტის ნიშნად არ გაიმართება. მსახიობები შენობის სასწრაფო რეაბილიტაციას ითხოვენ.
4 წლის წინ გახსნილი თეატრის ახალი შენობა უკვე ორი წელია უმძიმეს მდგომარეობაშია. თეატრში გუშინ ჭერის დიდი ნაწილი ჩამოინგრა.