მცხეთაში რეგისტრირებული დევნილი ოჯახები ახალ საცხოვრებლებს მიიღებენ

მცხეთაში, 120 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების გადასაცემად დაწყებული, ორი 8-სართულიანი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა დაათვალიერა.

მშენებლობა 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2018 წლის ბოლოს დასრულდება. მცხეთაში რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის კი რეგისტრაციის პროცესი დღეიდან იწყება.

ბინების გადაცემისას სამინისტრო სპეციალური კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ტრანსმშენი ახორციელებს პროექტის ღირებულება კი 7 მილიონ ლარამდეა. მცხეთაში სულ 3 372 ოჯახი ცხოვრობს.