დედამიწაზე ერთადერთი უკანასკნელი მატრიარქატი ჰიმალაის მთებში. მოსოს ტომების ცხოვრების წესი და მათი ტრადიციები, რომელიც 16 საუკუნეს ითვლის.
„ახალი კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი ჩინეთიდან სეზონის ბოლო გადაცემაში. ნახეთ ე.წ. „ქალთა სამეფო“, გაიგეთ რას ნიშნავს „მოსეირნე ქორწინება“ და რა როლი ეკისრებათ მამაკაცებს მატრიარქატულ თემში, სადაც სიტყვა „მამა“ ლექსიკონში არ არსებობს, ხოლო ოჯახის უფროსი დიდი ბებიაა, რომელიც თავის სტატუსს ოჯახის წევრს მემკვიდრეობით გადასცემს.
21 საათზე გადაცემა „ახალი კვირა“ მატრიარქატული მოსოს ტომის შესახებ.