შენობის და სცენის გარეშე მოქმედი და ყველაზე მწირი სახელმწიფო დაფინანსების მქონე თეატრი მაყურებელს მორიგ პრემიერას უმზადებს. ვნების კვირაში ჩრდილების თეატრი პირველად წარმოადგენს იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოებს -„მათეს ვნებანი“. მანამდე კი 20 იანვარს, დასი მაყურებელს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ცნობილი სპექტაკლით ელოდება.
თეატრს, სადაც სხვადასხვა ფიგურას ხელის თითებით განასახიერებენ, სევდიანი ისტორია აქვს. დასი სამჯერ დაიშალა, ოფიციალური სტატუსი კი დაარსებიდან მხოლოდ 28 წლის შემდეგ, 2010 წელს მიიღო.
ცნობილი რეჟისორის, მსახიობის და დრამატურგის მიერ შექმნილ თეატრს ლიზა ციციშვილი სტუმრობდა.