საქართველოს 2018 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი დაიწყო.
გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს და დუბაიში გაემგზავრება, სადაც საქართველოს სახელს დაიცავს და მილიონი დოლარის მოგების შანსი ექნება. ამისათვის საჭიროა მსურველებმა საქართველოს მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს საიტზე საკუთარი მონაცემები გაგზავნონ. მათგან საუკეთესოს კი 18-კაციანი ჟიური შეარჩევს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში წელს მეორედ ტარდება.