დღეს გახდება ცნობილი, ვინ მიიღებს მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგის ტიტულს და ჯილდოდ ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს.
მასწავლებლის გლობალური დაჯილდოების ცერემონია რამდენიმე საათში დუბაიში გაიმართება.
ათ ფინალისტს შორის არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა, რომელმაც გუშინ „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
ადგილზე პირველი არხის გადამღები ჯგუფი იმყოფება. გენო ოსიყმაშვილი დეტალებით დუბაიდან.