გერმანიაში ულტრამემარჯვენეებისა და მათი იდეოლოგიის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა. ყველაზე ხალხმრავალი აქცია ბერლინში, ბუნდესტაგთან შედგა, სადაც პოლიციის ინფორმაციით, 150 თასამდე ადამიანი შეიკრიბა. საპროტესტო აქციები ჩატარდა ასევე ფრაიბურგში, დრეზდენში და ათობით სხვა ქალაქში. აქციის მონაწილეთა ნაწილი ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვას ითხოვდა. ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ აქციები დაახლოებით სამი კვირაა მიმდინარეობს, მიზეზი კი გერმანული მედიის მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიაა, რომლის მიხედვითაც, პარტიის წევრები სხვა მემარჯვენე ორგანიზაციებს შეხვდნენ და გერმანიიდან იმიგრანტების მასობრივი დეპორტაციის გზები განიხილეს.