უკვე რვა კვირაა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად აღიარებული ჰონგ-კონგი საბრძოლო მოქმედებების ზონას უფრო ჰგავს.
აქციები, რომლებიც „ექსტრადიციის შესახებ კანონში“ სადავო ცვლილებების გამო დაიწყო, ახლა ანტისამთავრობო და ჩინეთის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გრძელდება.
რას აპროტესტებენ დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის მცხოვრებლები და რატომ არ წყდება აქციები, – ვრცლად ლევან ახალაიას რეპორტაჟში.