საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. თითქმის ორ დღიანი შეფერხების მიუხედავად, „სინოფარმის“ ახალი დოზებით იმუნიზაცია 150 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს. დღეს ვაქცინაციის პროცესს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაეცნო და განმარტა, რომ მოქალაქეთა სურვილის შემთხვევაში, სისტემას დღის განმავლობაში 20-დან 25 ათასამდე ადამიანის აცრა შეუძლია. შეფერხებას კი სამინისტროში კიბერშეტევით და საიტის გადატვირთვით ხსნიან.