მასობრივი იმუნიზაციის პროცესი

4 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ მილიონ 285 ათას 742 აცრაა ჩატარებული, ერთი დოზით ვაქცინირებულია 831 256 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 29.1 პროცენტია. სრულად ვაქცინირებულია 454 486 ადამიანი. ვაქცინაციის პროცესი გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოქალაქეებს აცრის ჩატარება სამგზავრო ავტობუსებში მოწყობილ ვაქცინაციის სივრცეშიც შეუძლიათ. ერთ-ერთი ასეთი ავტობუსი „თბილისი-ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა, სადაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ პირველი ან მეორე დოზით აიცრან. სამგზავრო ავტობუსში მოქალაქეები აცრის შემდეგ პროტოკოლის მიხედვით, ნახევარი საათის განმავლობაში მოიცდიან.