ისევ შეფერხებებით და ხარვეზებით დაიწყო ვაქცინაციის პროცესი.
„სინოფარმის“ 500 000 დოზა მოსახლეობისთვის დღეიდან ხელმისაწვდომია, თუმცა მოქალაქეების ნაწილი ადგილების დაჯავშნას საათების განმავლობაში ვერ ახერხებდა. დარეგისტრირების პრობლემა შეიქმნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც იმუნიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრია. ამ მომენტისთვის რეგისტრაციის პროცესი აღდგენილია. დაავადებათა კონტროლის ცენტრი განმარტავს, რომ დღეში 20-დან 25 000-მდე ადამიანის ასაცრელად არის მზად. გაზრდილია იმუნიზაციის ცენტრების და სამედიცინო ბრიგადების რაოდენობა, მზადყოფნაშია ლილოს ბაზრობის ტერიტორია, სადაც ჩინური ვაქცინებით აცრის დაწყება იგეგმება.