თურქეთის სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება და პროკურატურის კიდევ უფრო მოულოდნელი ნაბიჯი.
ორწლიანი პატიმრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი მოწოდების შემდეგ ცნობილი თურქი ბიზნესმენი, უფლებადამცველი და ფილანტროპი ციხიდან გამოუშვეს, თუმცა რამდენიმე საათში თურქეთის საგამოძიებო უწყებამ ოსმან კავალა ისევ საკანში დააბრუნა.
2013 წელს მიმდინარე ანტისახელისუფლებო აქციების საქმეზე დაკავებულ კავალას ამჯერად 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის საქმეზე ედავებიან. ახალი ბრალდების წასაყენებლად და დაკავების ორდერის გასაცემად პროკურატურას მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდა.
ამავე საქმეზე განაჩენს ელოდება კიდევ 11 უფლებადამცველი, რომელთა შორის თურქეთში „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ყოფილი დირექტორიცაა.