შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. კიდევ ერთი ცხედარი მდინარე ჭანჭახის კალაპოტში დღეს იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. იდენტიფიცირების მიზნით, ცხედარს ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ, სტიქიის ზონაში კი სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება. მაშველები კიდევ ერთ დაკარგულს ეძებენ. სამძებრო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფია ჩართული. სტიქია შოვში 3 აგვისტოს მოხდა, ჩამოწოლილი მეწყრის მასაში 33 ადამიანი მოყვა, მათგან 32-ის ცხედარი ნაპოვნია.