სიახლე მძღოლობის მსურველებისთვის.
დღეიდან მართვის მოწმობის აღების წესი შეიცვალა. პრაქტიკული მიმართულებით დღემდე მოქმედი რეგულაციები გამკაცრდა. ანუ თეორიული ნაწილის და დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარების შემდეგ მოქალაქეებს კიდევ ერთი ბარიერის გადალახვა მოუწევთ – მათ საკუთარი ცოდნა რეალურ სივრცეში, ქუჩაშიც უნდა დაადასტურონ. დღემდე მოქმედ მრავალწლიან პრაქტიკაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მხოლოდ საგამოცდო მოედანზე გამოცდის ჩაბარება მანქანის მართვისთვის მზადყოფნაში დასარწმუნებლად საკმარისი არ არის.