მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების პროცედურები იცვლება. ცვლილებები დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. კანონპროექტის მიხედვით, ფართოვდება იმ პირობათა ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის სტატუსი განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილებები „სამოქალაქო კოდექსში“ შედის, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ეხება.