ბავშვთა უფლებები - ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში

შეუძლიათ თუ არა პირველი სექტემბრიდან მშობლებს, არასრულწლოვნის სახელზე გახსნილი ანაბრიდან თანხის ვადაზე ადრე გამოტანა და ზოგადად, თანხის განკარგვა – შეკითხვა სამოქალაქო კოდექსის ახალმა ჩანაწერმა გააჩინა, რომლის მიხედვით, 1000 ლარს ზემოთ ღირებულების უძრავი ნივთის განსაკარგად, ბავშვის მშობელს ან მეურვეს სასამართლოს ნებართვა სჭირდება. იმის გამო, რომ უძრავი ნივთის დეტალური განმარტება შესაბამის კოდექსში არ არსებობს, ბანკებმა მომხმარებლები საბავშვო ანაბრების განკარგვის პროცესში სასამართლოს  ჩართვის შესახებ, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გააფრთხილეს. თუმცა უკვე დღეს, ბანკების ნაწილმა პოზიცია შეცვალა. იურისტები კოდექსის ახალ ჩანაწერს ბუნდოვნად მიიჩნევენ, რის გამოც, ცვლილების ავტორ დეპუტატებს უკვე რამდენიმე დღეა განმარტებების გაკეთება უწევთ.

დატოვე კომენტარი