საკანონმდებლო ცვლილებები

უსინათლოთა უფლებების დასაცავად ახალი კანონპროექტი მზადდება.

მიზანი იმ პრაქტიკის აღმოფხვრაა, როცა მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებს სხვადასხვა დოკუმენტის გაფორმების დროს მინდობილი პირის მიყვანა უწევთ. სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერის გასწორების და ცვლილების შეტანის შემდეგ კი ყველა უსინათლო პირისთვის ხელმოწერის გაკეთების უფლება საკანონმდებლო დონეზე იქნება გარანტირებული. ცვლილებების შემუშავების პროცესში თავად თემის წარმომადგენლებიც არიან ჩართულები. განხილვის პროცესში რამდენიმე სადავო თემა გაჩნდა.