მმართველი გუნდის მიერ 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, სასამართლო სისტემაში გასატარებელი რეფორმების სტრატეგიას და ხედვას აკრიტიკებს კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის. ამ თემაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მესამე სექტორში ამბობენ, რომ რეფორმა ფასადურია და მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საკმარისი ვერ იქნება.