პოლიტიკური შეფასებების თემაა „ქართული ოცნების“ შეთავაზება საპატრიარქოს მიმართ – კონსტიტუციაში ახალი ფორმით აისახოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქრისტიანობის სტატუსი.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ რელიგიური თემით მანიპულირებს, ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიიჩნევს. რომ საკითხის განხილვა არჩევნებამდეც შეიძლება. ოპონენტების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ მმართველ გუნდში, სადაც საკუთარ ინიციატივას ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე შეტევის საპასუხო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობით ხსნიან.