დიდმარხვის მეხუთე კვირას, დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ღირსი დედის, მარიამ ეგვიპტელის ხსენებას აღნიშნავს. ის მეხუთე საუკუნეში მოღვაწეობდა. ცნობები მარიამ ეგვიპტელის შესახებ, წმინდა მამა ზოსიმე პალესტინელმა შემოინახა.
კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, დღევანდელ ქადაგებაში წმინდანის ცხოვრების ეპიზოდები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მარიამ ეგვიპტელი არის მაგალითი იმისა, თუ რა ძალა აქვს სიყვარულსა და სინანულს.
დღესვე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ავტოკეფალიის აღდგენას აღნიშნავს. წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე შიომ, იმ სასულიერო პირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომლებმაც ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში დიდი როლი ითამაშეს.