25 მარტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

25 მარტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. თარიღთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვას კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო, სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს.

რუსეთის იმპერიამ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა და ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.  ავტოკეფალიის აღდგენას საუკუნეზე მეტი დასჭირდა.

გვანცა გავაშელს რეპორტაჟი სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრიდან.