მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა ჩატარდება.
6 მაისი წმინდა გიორგის აღსრულების დღეა. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 6 მაისს, წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს, მისი ბორბალზე წამების დღეს.