მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვას მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.
სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10 საათზე დაიწყო.
წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორე შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.
ფერიცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება.
მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.