მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავს. დღესასწაულს ტაძრებში ზარების რეკვით შეხვდნენ.
ტრადიციულად განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საზეიმო ლიტურგიას კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე უძღვებოდა. როგორც წესი, მსახურება პატრიარქის ეპისტოლეთი დაიწყო. სიყვარული, ეს არის ყველაზე ამაღლებული გრძნობა, სხვისადმი ერთგულად მსახურების თავისუფალი არჩევანი, – წერს ილია მეორე. მისმა უწმინდესობამ აქცენტი რწმენის განმტკიცების აუცილებლობაზე, ერთმანეთისა და სამშობლოს ერთგულებაზე გააკეთა.
პატრიარქი თაობათა შორის არსებულ უთანხმოებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს ურთიერთობა მანამდე იქნება პრობლემური, ვიდრე ორივე მხარე არ დაინახავს, რა შეიძლება ისწავლონ ერთმანეთისგან.