მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს. სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

ილია მეორის უშუალო ჩართულობით, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო. მანამდე კი 100 წელზე მეტ ხანს დაკარგული ავტოკეფალია საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. 457 წელს მიღებული ავტოკეფალია, ჩვენმა ქვეყანამ რუსეთის იმპერიის დროს 1811 წელს დაკარგა.