მარნეულში კარანტინი გაუქმდა და დილის ექვსი საათიდან მუნიციპალიტეტი გახსნილია. 56-დღიანი კარანტინის შემდეგ მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება, მარნეულში შესვლა და გამოსვლა.
მარნეული ბოლნისთან ერთად იყო პირველი მუნიციპალიტეტი, რომელიც საკარანტინ0 ზონად 23 მარტს გამოცხადდა. სწორედ ამ დროიდან იმყოფებოდა მარნეულის საკარანტინო ზონაში „მოამბის“ ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი, რომელიც რამდენიმე საათში დატოვებს რეგიონს, მანამდე კი ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის ადგილიდან.