მარნეულში 56-დღიანი კარანტინი დასრულდა.
თითქმის ორთვიანი ჩაკეტვის შემდეგ, მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა უკვე შესაძლებელია. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებები რაიონში აქტიურად გაგრძელდება. სიტუაციას ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები აკონტროლებენ. დღეს მარნეულში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჩავიდა.
რუსუდან ლოლაძე მუშაობს მარნეულის მუნიციპალიტეტში.