პარლამენტი მიმდინარე კვირაში მარიხუანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის ერთ ნაწილს განიხილავს. საუბარია პაკეტის იმ ნაწილზე, რომელიც მარიხუანის მოხმარებაზე გარკვეული რეგულაციების დაწესებას ეხება.
რაც შეეხება კანაფის პროდუქტების წარმოება-კულტივაციას და ექსპორტთან დაკავშირებულ ნაწილს, მისი საპარლამენტო განხილვა დროებით შეჩერებულია.
საკანონმდებლო დონეზე ეს საკითხი მას შემდეგ დაბრუნდება, რაც საკითხის ირგვლივ საზოგადოების ინფორმირება და მისი განწყობების შესწავლა მოხდება.