მარიხუანასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა

12:01, 17.09.2018

პარლამენტი მიმდინარე კვირაში მარიხუანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის ერთ ნაწილს განიხილავს. საუბარია პაკეტის იმ ნაწილზე, რომელიც მარიხუანის მოხმარებაზე გარკვეული რეგულაციების დაწესებას ეხება.

რაც შეეხება კანაფის პროდუქტების წარმოება-კულტივაციას და ექსპორტთან დაკავშირებულ ნაწილს, მისი საპარლამენტო განხილვა დროებით შეჩერებულია.

საკანონმდებლო დონეზე ეს საკითხი მას შემდეგ დაბრუნდება, რაც საკითხის ირგვლივ საზოგადოების ინფორმირება და მისი განწყობების შესწავლა მოხდება.

მსგავსი