მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

პირველი არხის თანამშრომელს, ჩვენს მეგობარსა და კოლეგას, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მარიამი 2016 წლიდან ებრძვის მძიმე დაავადებას. მას თურქეთის კლინიკაში არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა. დიაგნოზის გათვალისწინებით, მუდმივად საჭიროებს კვლევებს, რეაბილიტაციასა და კონტროლს. მარიამს ბოლოს, 2022 წლის ზაფხულში ფილტვსა და გულთან არსებული მეტასტაზები ამოკვეთეს, რის შემდეგაც გადიოდა მუდმივ რეაბილიტაციის კურსს, თუმცა, სამწუხაროდ, დაავადებამ კვლავ რეციდივი განიცადა და მას სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია და დამატებითი კვლევები, რომელიც საქართველოში არ ტარდება, ამიტომ  სასწრაფოდ თურქეთში გამგზავრებაა აუცილებელი.
ყველას, ვისაც გაქვთ მარიამის მხარდაჭერის შესაძლებლობა და სურვილი, თანხა შეგიძლიათ  ჩარიცხოთ ანგარიშის ნომერზე:

GE96TB7722645061600017  მიმღები: მარიკა ჭელიძე