საქველმოქმედო განცხადება

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს დახმარება სჭირდება. მარიამი რამდენიმე წელია, ებრძვის მძიმე დაავადებას. ბოლოს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შესაძლოა მას აქვს აგრესიული ფორმის მეტასტაზი ყბის ძვალზე, რაზეც საჭიროა სასწრაფოდ დამატებითი კვლევა და შემდეგ ქირურგიული ჩარევა. მარიამს მკურნალობის თურქეთში გაგრძელება სჭირდება. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომერზე შეუძლიათ.