მანდატურის სამსახურში ცვლილებებია მოსალოდნელი.
2010 წელს დანერგილი ინსტიტუტის რეფორმირება არასრულწლოვნებს შორის მომხდარ ბოლო დანაშაულებრივ ფაქტებს უკავშირდება.
იზრდება მანდატურის უფლებამოსილება და იგეგმება შეყოვნების მექანიზმის შემოღება, რაც იმას ნიშნავს, რომ რაიმე დარღვევის შემთხვევაში, მანდატურს გარკვეული დროით მოსწავლის განცალკევით ყოფნის უფლება ექნება.
მკაცრდება სკოლების შიდა და გარე პერიმეტრების ვიდეოკონტროლი. კანონპროექტი მანდატურებს მოსწავლეების ზედაპირული დათვალიერების უფლებასაც აძლევს.
უწყებათაშორისი ჯგუფის მიერ მომზადებულ პროექტს უკვე გაეცნენ უფლებადამცველები. პარლამენტში გადაგზავნამდე, არასამთავრობო სექტორს დოკუმენტის მიმართ შენიშვნები აქვს.