სკოლების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება სავალდებულო გახდება

როდის იმსჯელებს პარლამენტი სკოლებში უსაფრთხოების კომპონენტის გაუმჯობესებაზე? კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია.

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი იმედოვნებს, რომ მათ მიერ შემუშავებული კანონის პროექტი საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიის განმავლობაში წარედგინება.

სკოლების შიდა და გარე პერიმეტრზე სათვალთვალო კამერების მონტაჟი, მანდატურის პროფესიული გადამზადების წესის ცვლილება და მოსწავლეების ზედაპირული დათვალიერება ნაწილია იმ ინიციატივების, რომლებიც სამუშაო ჯგუფმა დღეს წარადგინა.

პროექტზე მუშაობა ახლა არასამთავრობო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან გაგრძელდება.

მარიამ სეთურიძე თემის დეტალებით.