MAN-ის მარკის ახალი ავტობუსები დღეიდან N314 მარშრუტზე გავიდნენ. სიენჯი ძრავზე მომუშავე ავტობუსები ჯამში 162 მგზავრზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე. თბილისის მერიამ 18-მეტრიანი 160 ერთეული ავტობუსი სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში შეისყიდა. ისინი მგზავრებს უკვე ემსახურებიან 302-სა და 308 მარშრუტებზე.