„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზუგდიდის სოფლებში მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ და თანხის სანაცვლოდ სთხოვენ პირადობების წართმევის ფაქტი „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ – ეს განცხადება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა გააკეთა.
მამუკა წოწერიას თქმით, ბოლო შემთხვევა წუხელ სოფელ რიყეში მოხდა. მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებში მხილებულ ძალოვანი სტრუქტურების ყოფილ თანამშრომლებს არჩევნების დღეს უბნებზე პროვოკაციების მოსაწყობად ამზადებს. მამუკა წოწერია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს რეაგირებისკენ მოუწოდებს