მომღერალი მამუკა ონაშვილი მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მომღერალი სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
55 წლის მამუკა ონაშვილი პირველ აგვისტოს გარდაიცვალა. მომღერალი 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ორი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.