ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე – წალენჯიხის მერსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეკითხვით მიმართავს, არის თუ არა ხალხის დაჩაგვრა და პოლიტიკური ნიშნით დევნა აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ რაღაც გაკეთდეს? ასე მამუკა მდინარაძე წალენჯიხის მერიიდან თანამშრომლების რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებას ეხმაურება.
მმართველი გუნდის ფრაქციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულია და მათ, როგორც ხელისუფლებას, პოლიტიკური მომავალი არ აქვთ.