ვინ ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის დროულად მიღებას?! – მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტიების ნაწილს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში კანდიდატის სტატუსის მიღება არ სურთ, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
ოპოზიციაში ვერ ხვდებიან, რომელ პოლიტიკურ პარტიას გულისხმობს მამუკა ხაზარაძე და მას მეტი კონკრეტიკისკენ მოუწოდებენ. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მმართველობის პერიოდში მიიღებს კანდიდატის სტატუსს ქვეყანა, მთავარი მიზანი ახლა ევროინტეგრაციაა.