პოლონეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და პოლონეთის სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკის შეხვედრისას აღინიშნა. განხილული იყო როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები და პერსპექტივები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის, ვაჭრობასა და სექტორულ ურთიერთობებზე.
პოზიტიურად შეფასდა პოლონეთის ინვესტიციისა და ვაჭრობის სააგენტოს დაარსება საქართველოში. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირებზე.