მამუკა ბახტაძე ჯანი ბუკიკიოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტრასბურგში ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ვენეციის კომისიის თანამშრომლობას, რომელიც წარმატებით ვითარდება.

აღინიშნა, რომ ვენეციის კომისია მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების პროცესში და ხელისუფლება კომისიის მოსაზრებებს დიდ  მნიშვნელობას ანიჭებს.

ყურადღება გამახვილდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების როლზე სხვადასხვა საკანონმდებლო აქტის დახვეწის პროცესში.