მამუკა ბახტაძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საქართველოს კულტურის ისტორიაში საეტაპო მოვლენაა

საზეიმო გახსნის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორს, გერმანელ გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტს, საქართველოს დელეგაციის წევრებს, ფესტივალის სტუმრებსა და ქართველ ავტორებს სპეციალურ მიღებაზე უმასპინძლა.

ოფიციალურ ვახშამზე შეკრებილებს მამუკა ბახტაძემ სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ  2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საქართველოს კულტურის ისტორიაში საეტაპო მოვლენაა.