ტერორისტული აქტი გერმანიაში 

რასისტულ ნიადაგზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას, გერმანიაში 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულები.

შეიარაღებული მამაკაცი ფრანკფურტიდან 25 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანაუში, ჩილიმბარებში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. გერმანიის პრეზიდენტმა ინციდენტს ტერორისტული აქტი უწოდა. გერმანიის საგამოძიებო ორგანოები ღიად ამბობენ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პარალელები ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში მომხდარ თავდასხმასთან. ქვეყნის ხელისუფლება თავსასხმის მოტივად ექსტრემისტულ განწყობებს ასახელებს.

დატოვე კომენტარი