პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებსა და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას.
ევროპარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო პერიოდის გამოწვევად ცალკეული კანდიდატების მიმართ სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი რიტორიკის გამოყენება დაასახელეს და იმედი გამოთქვეს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობას.