მამა გიორგი მამალაძის უფლებადამცველები საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლაზე საუბრობენ
მამა გიორგი მამალაძის უფლებადამცველები საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლაზე საუბრობენ და სასჯელაღსრულების და სამინისტროს მოკვლევის დაწყებას სთხოვენ.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის თამარ ავალიანის განცხადებით, მას მეცხრე დაწესებულების დირექტორის მოადგილემ დაწესებულებიდან იმ დოკუმენტის გამოტანა აუკრძალა, რომელიც მამალაძის პერსონალურ ინფორმაციასა და საბანკო ვალდებულებებზე მის ხელმოწერას ასახავდა.
ადვოკატის მტკიცებით, შესვლამდე კონტროლი გაიარა და დოკუმენტის შეტანაზე უსაფრთხოების სამსახურს მისთვის უარი არ უთქვამს. როგორც მსჯავრდებულის ინტერესების დამცველები აცხადებენ, დოკუმენტი ციხის ადმინისტრაციამ საგამოძიებო ორგანოს გადაუგზავნა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ამბობენ, რომ ადვოკატების მიმართვის საფუძველზე მოკვლევა უკვე დაწყებულია.