მამა ანდრია - უწმინდესმა არჩია, რომ მოსაყდრის შესახებ ხმამაღლა ყოფილიყო გაცხადებული და ამ გადაწყვეტილებით პატრიარქმა მითქმა-მოთქმის თემა ამოწურა
უწმინდესმა არჩია, რომ მოსაყდრის შესახებ ხმამაღლა ყოფილიყო გაცხადებული და ამ გადაწყვეტილებით, მითქმა-მოთქმის თემა ამოიწურა, – ამის შესახებ მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, უწმინდესი თავად ხელმძღვანელობს ეკლესიას, მოსაყდრის მოვალეობა კი პატრიარქის დახმარება იქნება. მამა ანდრიას ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება ის გეგმა და ის ფუნქციები, რაც მეუფე შიოს დაევალება.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, ქაშუეთში სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე, კათოლიკოს-პატრიარქმა მის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.