მალე სტუდენტებს ახალი სტუდქალაქი უმასპინძლებს - როგორ ცხოვრობენ ახალგაზრდები არსებულ შენობაში
მალე სტუდენტებს ახალი სტუდქალაქი უმასპინძლებს და ახალი შენობა ბევრად უფრო კომფორტული იქნება, ვიდრე ის, რომელიც ჩვენს სიუჟეტში მოხვდა. თუმცა, ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ ცხოვრობენ სტუდენტები არსებულ სტუდქალაქში?
სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში არცთუ ისე სახარბიელო პირობებია, თუმცა ახალგაზრდული ატმოსფერო ტრიალებს. აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს ბევრი საერთო აქვთ – სოციალურად დაუცველის სტატუსი, სწავლის სურვილი და იმ ქალაქის გამოწვევები, სადაც ცხოვრება სტუდენტობის დროს უწევთ.
საღამოობით მათი სტუდენტური ცხოვრება პატარა ოთახებში გრძელდება. ამ რეპორტაჟის გმირებს საცხოვრებელ პირობებზე წუწუნი ეუხერხულებათ, სამაგიეროდ, ზოგიერთი მათგანი საუბრობს იმ გაუცხოებაზე, რომელიც რაიონიდან დიდ ქალაქში ჩამოსვლისას შეიძლება იგრძნო.
რას უყვებიან ვიკა ბუკიას სტუდქალაქის სტუდენტები, ნახეთ “მოამბის” სიუჟეტში.