ევროკავშირის რეფორმირების ხედვა წარადგინა სტრასბურგში ემანუელ მაკრონმა.
დემოკრატიის მიმართულებით ევროკავშირი „სამოქალაქო ომშია“, დაპირისპირება კი ლიბერალურ დემოკრატიას და ავტორიტარიზმს შორისაა – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების აუცილებლობაზეც ისაუბრა და ყურადღება რუსეთის ფაქტორზე გაამახვილა. დებატებზე საუბარი შეეხო გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობასაც.